Wednesday, December 5, 2012

                                             პროექტი ისტორიაში

           

          თემა
„ქართლის ცხოვრების“ რომელი ხელნაწერები არის ჩვენამდე მოღწეული?
      სწავლების საფეხური
მეათე კლასი,საშუალო საფეხური
    მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 25 მოსწავლე ,არ არიან განსაკუთრებული მიდგომის მქონე მოსწავლეები
 პროექტის  მნიშვნელობა/აქტუალურობა
პროექტი დაეხმარებათ მოსწავლეებს არსებული ცოდნის გამდიდრებაში,ნასწავლ მასალას „ქართლის ცხოვრება“,“ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვარიანტები,ისინი დაუკავშირებენ ახალ ინფორმაციას ამ კრებულის შესახებ.გამოიყენებენ ისტორიულ ლიტერატურას,რაც დაეხმარებათ კვლევა- ძიების უნარის განვითარებაში.გამოიყენებენ ინფორმაციულ საკომუნილაციო ტექნოლოგიებს,რაც საგანთა შორის კავშირსაც დაანახვებთ.
        პროექტის  მიზანი
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიების,პრეზენტაციის ,აუდიტორიასთან კონტაქტის უნარები.
   წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ  ვახტანგ მეექვსის მიერ შექმნილი სწავლულ კაცთა კომისიის საქმიანობის შესახებ.რატომ შექმნა ის მეფემ,რომ მეცნიერი კაცები შეიყვანა ამ კომისიაში და რა წვლილი შეიტანეს მათ საქართველის ისტორიაში ხელნაწერთა შევსება-რედაქტირების თვალსაზრისით.იყვნენ ხელნაწერთა მუზეუმში ნამყოფი(ეს უკანასკნელი მათ გაუღვივებს ცნობისმოყვარეობას).
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
X კლასის ძირითადი სახელმძღვანელო.(„ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა),მარიამ ლორთქიფანიძის „რა არის ქართლის ცხოვრება?“,კონსტანტინე გრიგოლიას“ რას მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება?“,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,მარკერი,დაფა,კომპიუტერი,პროექტორი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა
გაკვეთილის სწავლის შემდეგ(ქართლის ცხოვრება)შერჩეულ იქნა თემა მასწავლებლის მიერ.დაისვა კითხვა „ქართლის ცხოვრების“ რომელმა ხელნაწერებმა მოაღწია ჩვენამდე?კლასი დაიყო ჯგუფებად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (4 ჯგუფად).არჩეულ იქნა ჯგუფის  საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი.დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს მიეცათ ათი დღის ვადა.
I. ჯგუფი-თემა:როდის შედგა თავდაპირველად „ქართლის ცხოვრება?“
II.ჯგუფი-თემა:რომელი გამოცემები და თარგმანები არსებობს“ ქართლის ცხოვრების?“
III.ჯგუფი-თემა:რომელია ვახტანგ მეექვსის წინარე „ქართლის ცხოვრების „ხელნაწერები?
IV.ჯგუფი-თემა:“ქართლის ცხოვრების რომელ გამოცემებს ეწოდა რუმიანცევისეული,სხვიტორული ჯანაშვილისეული ხელნაწერები?
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად პროექტის შესრულებამდე მუზეუმში დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერები.
ჯგუფებს პრეზენტაციისათვის მიეცათ 10-10 წუთი.


შეფასების კრიტერიუმები
1.აზრის თანმიმდევრულად გადმოცემა-პრეზენტაციის უნარი.
2.აუდიტორიასთან კონტაქტი
3.თვალსაჩინოების გამოყენება
4.ინფორმაციის მოძიების უნარი
5.დროის ლიმიტის დაცვა